Get Mystery Box with random crypto!

Ucha Abashidze (უკრაინის ამბები)

Logo saluran telegram uchaabashidze — Ucha Abashidze (უკრაინის ამბები) U
Logo saluran telegram uchaabashidze — Ucha Abashidze (უკრაინის ამბები)
Alamat saluran: @uchaabashidze
Kategori: Tidak terkategori
Bahasa: Bahasa Indonesia
Pelanggan: 8.97K
Deskripsi dari saluran

Ucha Abashidze

Ratings & Reviews

1.50

2 reviews

Reviews can be left only by registered users. All reviews are moderated by admins.

5 stars

0

4 stars

0

3 stars

0

2 stars

1

1 stars

1


Pesan-pesan terbaru

2024-05-10 16:27:26 მეგობრებო,

უჩას გადაწყვეტილებით, არხის პირველადი თემატიკის გათვალისწინებით და არა მხოლოდ, 
ფართო აუდტორიისა და არაერთი შეთავაზების მიუხედავად, აღნიშნული პლათფორმა არასდროს გამოყენებულა სუბიექტური პოლიტიკური მრწამსის გასავრცელებლად. თუმცა ამჯერად, როგორც ჯგუფის თანაორგანიზატორი, თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ უჩას თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, უჩა ძალოვანთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე - ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ვიცით ისიც, რომ რამდენიმესაათიან ჩხრეკასა და საგამოძიებო მოქმედებების უდიდეს ნაწილს არ დაასწრეს უჩას მიერ მოთხოვნილი უფლებადამცველები. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, შესაბამის უწყებებს საქმის მასალების გადმოცემის თხოვნით უკვე მიმართა, რაზეც უპასუხეს, რომ მტკიცებულებებს ,,გონივრულ ვადაში" მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაცვის მხარეს ადვოკატის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მოპოვებული მტკიცებულებები.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, ნაჩვენებია სათამაშო თოფებისა და ტყვიების მთელი არსენალი, ორი ნამდვილი იარაღიდან კი ორივე უჩას სახელზე, ოფიციალურადაა რეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნა და ფუნქციონირებდა ძირითადი მიზნის გარშემო - ყველა შესაძლო ფრონტზე, მათ შორის, ინფორმაციულ ომში გაგვემარჯვა ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში.

დღეს შანტაჟისა და მუქარის სერიებით, შავი სიების წარმოებით, უკანონო დაკავებებითა და ჯგუფური თავდასხმებით საქართველოს ხელისუფლება გვიცხადებს ომს, მაგრამ გვახსოვდეს, მიმდინარე აგონია მხოლოდ ტოტალიტარული სისტემის უკანასკნელი გაფართხალების მაჩვენებელია.

მათი ერთადერთი გზა შიშის დათესვაა. 

ჩვენი ერთადერთი გზაა, ვაჩვენოთ, ვის უპყრია ნამდვილი ძალაუფლება.

სოლიდარობა უჩა აბაშიძეს და რუსული რეჟიმის ყველა სამიზნეს! 

ბრძოლა გრძელდება,

შევხვდებით აქციებზე!
6.7K viewsT, edited  13:27
Buka / Bagaimana